ცნობილი ადამიანები

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს პირველი შვილი შეეძინათ

Getty Inages

ამერიკელ ტოპმოდელს, ჯიჯი ჰადიდსა და One Direction-ის ყოფილ წევრს, ზეინ მალიკს, პირველი შვილი შეეძინათ.

ამის შესახებ ზეინ მალიკმა Twitter-ზე დაწერა და თან შვილის ფოტო დაურთო.

"ჩვენი პატარა გოგო აქ არის, ჯანმრთელი და მშვენიერი. შეუძლებელია ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. სიყვარული ამ პატარა არსების მიმართ ყველაფერს მიღმაა. კმაყოფილი ვარ მისი გაცნობით, ვამაყობ, რომ "ჩემია" და მადლობელი ვარ ფაქტით, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ". - დაწერა მან.

ჯიჯი ჰადიდმა თავისი ორსულობის შესახებ საზოგადოებას აპრილში, ჯიმი ფელონის შოუდან ამცნო.

წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წლის მარტში, მათ განაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ, მაგრამ ორი წლის შემდეგ, 2020 წელს შერიგდნენ.

კომენტარები