ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, რამდენიმე საათით ეიფელის კოშკის ევაკუაცია მოხდა. ევაკუაციის მიზეზი გახდა ზარი, რომელმაც პოლიცია კოშკზე ბომბის არსებობის შესახებ გააფრთხილა.
შემოწმების შემდეგ კოშკზე ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ იპოვეს. მნახველებისთვის კოშკი ადგილობრივი დროით 14:25-ზე გაიხსნა.
ევაკუაციის დროს კოშკის დატოვება რამდენიმე ასეულ ადამიანს მოუწია, მათ შორის ტურისტებს რესტორანის თანამშრომლებსა და კოშკი მომუშავე ადამიანებს.
ადგილობრივი ტურისტული გიდის ინფორმაციით, ევაკუაცია მოწესრიგებულად და პანიკის გარეშე ჩატარდა.