ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკის 130 წლის იუბილე ფერადი შოუთი აღნიშნეს [ფოტო-ვიდეო]

პარიზში ეიფელის კოშკის 130 წლის იუბილე ფერადი შოუთი აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით კოშკზე სხვადასხვა ტურები და ღონისძიებებია დაგეგმილი. 

ლაზერშოუს ნახვა, რომელიც კოშკის ისტორიას მოგვითხრობს, დღეს და ხვალ 22:00 საათზე იქნება შესაძლებელი. 

პარიზის გიგანტური ნაგებობა გუსტავ ეიფელმა 1887 წელს ააშენა. მშენებლობაში 500-მდე მუშა იყო ჩართული და ის 2 წელი გრძელდებოდა. პარიზის ღირშესანიშანობას ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები