ეკონომიკა

საქსტატი: მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულება 2.1%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით. 

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა, რაც სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8%-იანმა ზრდამ განაპირობა.

ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8.4%-ით შემცირდა.

კომენტარები