2020 წელს გარდაცვლილები

73 წლის ასაკში ოზი ოსბორნის და URIAH HEEP-ის დრამერი ლი კერსლეიკი გარდაიცვალა

Ultimate Classic Rock

73 წლის ასაკში ინგლისელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნისა და ბენ Uriah Heep-ის დრამერი, ლი კერსლეიკი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კერსლეიკი 1972-1978 წლებში ჰარდ როკ ბენდის, Uriah Heep-ის დრამერი და ბეკ-ვოკალისტი იყო. 80-იან წლებში მუშაობდა ოზი ოსბორნთან ერთად - მონაწილეობას იღებდა ალბომების ჩაწერაში და ცოცხალ შესრულებებზე უკრავდა.

"ლი წლებია არ მინახავს, ის მუდამ იცოცხლებს ჩანაწერებში, რომლებიც ერთად შევქმენით". – წერს სოციალურ ქსელში ოზი ოსბორნი.

კომენტარები