რუთ ბეიდერ გინსბურგი

დღის ფოტო: რუთ ბეიდერ გინსბურგის სურათი ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს შენობაზე

რუთ ბეიდერ გინსბურგის პროექტორით გამოსახული სურათი ნიუ-იორკის შტატის სამოქალაქო უზენაესი სასამართლოს შენობაზე. 18 სექტემბერი. 

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ლიბერალობის სიმბოლოს, რუთ ბეიდერ გინსბურგის სურათი პროექტორით ნიუ-იორკის შტატის სამოქალაქო უზენაესი სასამართლოს შენობაზე გამოსახეს.

ის 18 სექტემბერს 87 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

"ძალაუფლებით განისვენე" – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს შენობაზე რუთ ბეიდერ გინსბურგის სურათის ქვეშ.

"უზენაეს სასამართლოში ძვირფასი კოლეგა დავკარგეთ. დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ გვწამს, რომ მომავალ თაობებს ემახსოვრებათ რუთ ბადერ გინსბურგი, როგორც მას ჩვენ ვიცნობდით – სამართლიანობის დაუღალავი და მტკიცე ჩემპიონი". – განაცხადა მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა. 

გინსბურგის გარდაცვალების ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, ღამით, ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს შენობასთან ხალხი შეიკრიბა, რათა მისი ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. დამსწრეთაგან ზოგს ხელში ეჭირა სანთლები, ზოგს - ლგბტ დროშები. მისულმა პირებმა შენობასთან ყვავილები დატოვეს. 

"დღეს ჩვენი ქვეყანა სამართლის ტიტანის დაკარგვას გლოვობს, ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გინსბურგი უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი იყო და  ოთხი ლიბერალი მოსამართლიდან ერთ-ერთი. ის მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მან 27 წლის განმავლობაში იმსახურა. მანამდე ის ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა, 1972 წელს იგი კოლუმბიის სამართლის სკოლის პირველი ქალი პროფესორი გახდა. გინსბურგი უზენაეს სასამართლოში 1993 წელს ბილ კლინტონმა დანიშნა.

კომენტარები