კრიმინალი

შსს: არასრულწლოვანი გარყვნილი ქმედებისთვის დავაკავეთ, 31 წლის კაცი კი მისი ცემისთვის

შსს

სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში "გარყვნილი ქმედებისთვის" არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება), 126-ე (ძალადობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები