18 სექტემბერს საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის, გაზაფხულის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, 26 მაისის, საზანოს, სამეგრელოს და გამარჯვების ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - აცხადებს თელასი.

კომენტარები