თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შეხებ ინფორმაციას თავად უნივერსიტეტი ავრცელებს.
თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. მათივე თქმით, სტუდენტი ცხელების ცენტრშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული,სტუდენტის ინფიცირების წყარო თსუ არ არის.
"თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, ინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია". – წერია განცხადებაში.
თსუ-ში ამბობენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცირებულ სტუდენტთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილები არიან კარანტინში და საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.