ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ, რატომღაც, ისინი ოდნავ მოეშვნენ. 2 200 მასწავლებელია, ვინც ზაფხულში, განსაკუთრებით აგვისტოს მეორე ნახევარში იმყოფებოდა აჭარაში და საქართველოს ყველა რეგიონში ისინი დაექვემდებარნენ გამოკვლევას.
ამ 2 200-დან გამოსაკვლევად მხოლოდ 1 011 მივიდა, ანუ 46% და 7-ის დადასტურება გვაქვს.
ისევ და ისევ ვთხოვ ყველა რეგიონში მასწავლებლებს, ვინც ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით, აგვისტოში ბათუმსა და აჭარაში იყო, მიბრძანდნენ გამოსაკვლევად - ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე - დაუკავშირდნენ თავიანთი მუნივიპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.