კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა, 15 - თბილისში

კადრი ფორმულას ვიდეოდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა, 15 - თბილისში.

"11 გახლავთ იმერეთში, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე 7 - მცხეთა-მთიანეთში, 4 გურიაში და 4 კახეთში". - აღნიშნა ეზუგბაიამ. 

მისი ინფორმაციით, 17 სექტემბრის მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს. აქედან ცხრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"მძიმე პაციენტების რიცხვი მერყეობს 60-70-ს შორის" - ამბობს ეზუგბაია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 937 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 422 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები