IRI-ს კვლევა

IRI: ყველაზე მეტი, 10%, მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად უმუშევრობას მიიჩნევს

ქართული ოცნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 10%, მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად უმუშევრობას ასახელებს. 

გამოკითხულთა 9% ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს, 9% - ცრუ დაპირებებს, 6% - კრიმინალის გაზრდას, 3% - კოჰაბიტაციას, ასევე 3% მომატებულ სიღარიბეს, 2% - ფრუსტრაციას, ასევე 2% - ოკუპირებულ ტერიტორიებს, 2% 20 ივნისის მოვლენებს, 2% სასამართლო რეფორმებს, 2% გამოუძიებელი სისხლის სამართლის საქმეებს, 2% ნაციონალური მოძრაობის წევრთა არდასჯას, 2% უსამართლობას, 1% კორუფციას, 1% სოციალურ სიტუაციას, 1% ლარის ინფლაციას, 1% არაპროფესიონალიზმს, 1% უნდობლობას, 7% სხვას, 9%-ის აზრით, "ოცნებას" ყველაზე დიდი ჩავარდნა არ აქვს, 25%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

გამოკითხვა 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში, რესპონდენტების სახლში, პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოქალაქე 1 500-მა სრულწლოვანმა, ხმის მიცემის უფლების მქონე პირმა. კვლევის შედეგების ცდომილება 2.5% არის. 

პროცენტების ჯამი, შესაძლოა, 100 არ იყოს, რადგან რიცხვები დამრგვალებულია.

 

კომენტარები