ხვალ, 17 სექტემბერს. თბილისის სამი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.