Edison Research

Edison Research: გურჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქი - კანდიდატების რეიტინგი

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება - 62%;
  • გიორგი ღვინიაშვილი, ევროპული საქართველო - 18%;
  • ლევან ბეჟაშვილი, ენმ - 15%;
  • ეკა ქვლივიძე, ლელო - 3%;
  • სხვა კანდიდატი - 2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები