Edison Research

Edison Research: გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

Edison research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა.

გამოკითხულთა მხოლოდ 43 % ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები