თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, არსენას და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის  მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მოსახლეობას.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები