ახალი კორონავირუსი საქართველოში

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით მე-7 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 84 წლის ქალი კორონავირუსით 13 სექტემბერს გარდაიცვალა, ის სახლის პირობებში მკურნალობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი საავადმყოფოში გადაჰყავდა, იგი გზაში გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

კომენტარები