კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მიუხედავად ინფიცირების ზრდისა, საქართველო კვლავ რჩება უსაფრთხო ზონად

მიუხედავად ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონად და საერთაშორისო ვთქვათ, შედარებითობის მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, საქართველო ისევ და ისევ გამოიყურება ერთერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ, რომ ეს უსაფრთხოება სრულად შენივარჩუნოთ. 

ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რასაც განსაკუთრებით ხაზი ესმევა. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები