NDI-ის კვლევა

NDI: 27% თვლის, რომ განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლების სირთულეებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 27% ფიქრობს, რომ ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეებია. 

გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალი კვალიფიკაციაა. 20%-ის აზრით - უნივერსიტეტში სწავლის მაღალი საფასური. 10% კი ამბობს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის. 

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის პრინციპით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. 

კომენტარები