კორონავირუსი საქართველოში

ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში გამოვლინდა, 15 ქუთაისში, 11-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარა აჭარას უკავშირდება, 15 ქუთაისის 32-ე სკოლას, ხოლო 11-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ თქვა.

"15 გახლავთ ენგურჰესის შემთხვევა, 17 დაავადებულთან კონტაქტი და 4 შემოტანილი შემთხვევა". –აღნიშნა ეზუგბაიამ.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 - ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები