კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია საყოველთაო კარანტინზე: დღეს ამის აუცილებლობა არ არის

მაშინ [საყოველთაო კარანტინის გამოცხადების დროს] ჩვენთვის იყო სასტარტო სიტუაცია, იწყებოდა ეპიდსიტუაცია, მსოფლიომაც კარგად არ იცოდა, რა ხდებოდა და რა მოხდება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება ჩაკეტვა იყო. მაშინ კვლევის საშუალებებიც რაოდენობრივად ნაკლები გვქონდა, განსწავლული ხალხიც, ჩართულობაც ნაკლები იყო – მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჩვენი კლინიკა იყო ჩართული, ახლა თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი წერტილი არსებობს, სადაც ხდება Covid-დაავადების კვლევა. 

კვლევების გაფართოებით, მყისიერი ტესტების მკვეთრად გაზრდით, დღეში ძალიან მაღალი რაოდენობით ტესტების ჩატარებით, ქვეყანა უკვე მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს დროულ დიაგნოსტიკას, დროული დიაგნოსტიკის ფონზე მათ იზოლირებას და დაავადების კონტროლს. მაშინ ამის საჭიროება იყო. ახლა თქვენ იცით, რომ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი არ არის. დღეს ამის აუცილებლობა არ არის. გამკლავება შეიძლება. ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს.

თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 87 ახალი ინფიცირებული აღირიცხა.

კომენტარები