ეკონომიკა

თურნავა სახ. დეპარტამენტის მიმოხილვაზე: არის გაკეთებული უაღრესად პოზიტიური შეფასებები

საქართველოზე არის გაკეთებული უაღრესად პოზიტიური შეფასებები, რაც აბსოლუტურად ობიექტურია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში, იმისთვის, რომ ჩვენ არამარტო რეგიონალური ლიდერი ბიზნესის კეთების სიმარტივის და ბიზნესის თავისუფლების და გამჭვირვალე გარემოს თვალსაზრისით, არამედ ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, მაგალითად, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით ჩვენ ვართ მსოფლიოს ლიდერები. ასევე, ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული და სრულიად სამართლიანად ის რეფორმები, რაც ხელისუფლებამ ბოლო წლებში გაატარა, როგორც ეკონომიკის სფეროში, ასევე, მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აი, ესე ობიექტურად და ესე დადებითად აფასებს ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ არ ვიშურებთ, იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

კომენტარები