გახარია: ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად მზადაა პაციენტების მისაღებად

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ.

"თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია". – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

10 სექტემბერს საქართველოში COVID-19-ის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში დაფიქსირებულ შემთხვევათა მაქსიმუმია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები