2020 წელს გარდაცვლილები

17 წლის ასაკში იუთუბერი ითან პიტერსი გარდაიცვალა

Sky News

17 წლის ასაკში იუთუბერი და ინსტაგრამის ვარსკვლავი, ითან პიტერსი, იგივე Ethan Is Supreme გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, პიტერს დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

პიტერსის ინსტაგრამის ანგარიშს 500 000 მიმდევარი, ხოლო Youtube-ის არხს 139 000 გამომწერი ჰყავს.

იუთიბერი 2017 წელს გამოჩნდა. სოციალურ მედიაში მის აქტივობებს ნეგატიურად შეხვდა ქრისტიანული სკოლის ხელმძღვანელობა, რომელშიც პიტერსი დადიოდა. როდესაც გამომწერთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, პიტერსმა სკოლა მიატოვა.

ბოლო პერიოდში პიტერსის პოპულარობამ მას შემდეგ იკლო, რაც გამომწერთა ნაწილმა რასიზმსა და ტრანსფობიაში დაადანაშაულა.

კომენტარები