კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ქვეყანაში 3 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის - მძიმე

მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯამში ქვეყანას კორონავირუსით ინფიცირებული 421 პაციენტი ჰყავს. აქედან სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 17-ის - მძიმე.

"დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია". – თქვა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში 8 სექტემბერს აღირიცხა - 45 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები