ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 115 პირი მკურნალობს, 2-ის მდგომარეობა მძიმეა

moh.gov.ge

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორი პირის მდგომარეობა მძიმეა, ისინი რეანიმაციულ განყოილებაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის მენეჯერი, გიორგი კიკაბიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, კლინიკაში კოვიდინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან 20-ს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

გასულ 24 საათში საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება. აქამდე საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში - 42 ინფიცირებული - 16 აპრილს იყო დადასტურებული. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1729 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები