ბელარუსის პრემიერმინისტრი Covid-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა

ბელარუსის პრემიერმინისტრი, რომან გოლოვჩენკო Covid-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა ავრცელებს. 

"პრემიერმა Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ხუთშაბათს გაიკეთა, თავს შესანიშნავად გრძნობს, იმყოფებოდა სამსახურში პარასკევს, შაბათს და დღესაც, ყველაფერი კარგადაა". – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა, ალექსანდრა ისაევამ.

გოლოვჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ, აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, ცნობილი 3 სექტემბერს გახდა, ამ დღეს ბელარუსში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი. 

"მოხარული ვარ, რომ რომან გოლოვჩენკომ გადაწყვიტა რუსული ვაქცინით აიცრას, დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება". – განაცხადა მიხაილ მიშუსტინი ვიზიტის მიმდინარეობისას.

კომენტარები