კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან არის

თბილისის ინფექციური საავადმყოდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5-ის ინფიცირება ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება.  

"საინტერესოა, რომ ამ 45-ში 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან". – ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება.

ეზუგბაიას ცნობით, 3 ე.წ. დონას კლასტერიდანაა, 19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 სამედიცინო პერსონალია ავერსის კლინიკიდან, 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 4 შემთხვევა შემოტანილია. ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი ადამიანის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები