კორონავირუსი საქართველოში

გახარია: დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება.

მისივე თქმით, ეს არ ეხება ღია სივრცეებში გამართულ ღონისძიებებს, სადაც დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ შედარებით მსუბუქი.

"აუცილებელია, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეებში ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად". – თქვა მან.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმსა და ქობულეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურებული 34 ახალი შემთხვევიდან 20 აჭარაში აღირიცხა.

კომენტარები