კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 6 ახალი პაციენტი დონას კლასტერიდანაა, 8 აჭარაში იმყოფებოდა, 2-ის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 6 - საკონდიტრო დონას უკავშირდება, 8-ს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

"15 პაციენტი არის დადასტურებულთან კონტაქტი, 1 სამედიცინო პერსონალი, 2 შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით". – თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები