გიორგი გახარია

გახარია ფერმერებს: თუ ხედავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ აქტიურობს – შეაჯანჯღარეთ

არაფერი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კეთილსინდისიერი შრომით მიღებული შემოსავალი და ამის შემდეგ სიამაყის გრძნობაა, არ არის. სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტრო, ჩათვალეთ, რომ სრულ მსახურებაში უნდა იყვნენ თქვენთან. დღეს რიგით ფერმერებს ვეუბნებოდი, თუ ხედავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ არ აქტიურობენ, მოკიდეთ ხელი და შეაჯანჯღარეთ. რადგან, არაფერი იმაზე ღირსეული არ არის, რიგით ადამიანს რომ ემსახურო.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თხილის ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

კომენტარები