კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგები აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობენ და კორონავირუსი ერთი თანამშრომლის გარდა არავის დადასტურებია.

გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის მიერ მუშაობის შეწყვეტა "ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციაა". 

"აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია, მაგრამ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება სჭირდებათ. დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა". – ამბობს გამყრელიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების გამო არხმა მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა. მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, არხზე საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

კომენტარები