კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 28 ახალი შემთხვევიდან 4 პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მისივე ინფორმაციით, 12 პაციენტი საკონდიტრო დონას კლასტერს უკავშირდება, ხოლო 3 - რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია..

"უკვე ჯამში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს დონას კლასტერში.

სამი პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი, სამი პაციენტი გახლავთ რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი, ორი - შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და ეპიდზედამხედველობის ზონაში გამოვლენილი პაციენტები არიან, ხოლო ოთხ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით" - თქვა ეზგუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 28 - ბოლო 24 საათში.

კომენტარები