კორონავირუსი საქართველოში

28 ახალი შემთხვევიდან 12 საკონდიტრო დონას უკავშირდება, 3 - ავერსის კლინიკის თანამშრომელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 28 ახალი შემთხვევიდან 12 პაციენტი საკონდიტრო დონას კლასტერს უკავშირდება.

"უკვე ჯამში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ამ კლასტერში.

სამი პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი, სამი პაციენტი გახლავთ რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელი, ორი - შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და ეპიდზედამხედველობის ზონაში გამოვლენილი პაციენტები არიან, ხოლო ოთხ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით". - თქვა ეზგუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 28 - ბოლო 24 საათში.

კომენტარები