ეკონომიკა

აგვისტოში ინფლაციამ 4,8% შეადგინა

Reuters

საქსტატმა აგვისტოს ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.86% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა აგვისტოში 5.7% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი 10,6% პროცენტი ბოსტნეული და ბაღჩეული -2,8%, ასევე ყავა, ჩაი და კაკაო -0,7%. ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე 2,2%; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1,1%-ით გაიზარდა, რაც 0,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1,8%.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას აქ ძირითადი გავლენა იქონია უალკოჰოლო სასმელებისა და სურსათის ჯგუფში შემავალი პროდუქციის გაძვირებამ, ჯამურად ამ ჯგუფში ფასები საშუალოდ 9,2%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციის მაჩვენებელში 2,8%-ით გაიზარდა. 

8,9%-ით გაიზარდა ფასების ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,9%-ით აისახა. 

კომენტარები