კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევიდან 8 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ერთი პაციენტი სამედიცინო პერსონალის წევრია, 7 შემთხვევა შემოტანილია, 4-ის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. თქვა ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული მედიცინის მუშაკი რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია.   

"ამ კლინიკაში მიდის ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებია გაძლიერებული. რათა ეს კერა არ გახდეს საფუძველი წყაროს გაჩენის." - თქვა ექიმმა.შვიდი შემოტანილი შემთხვევიდან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 

დღეს, 3 სექტემბერს, Covid-19-ის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები