სტრატეგია აღმაშენებელი

მანჯგალაძე: გიორგი ვაშაძეს სადღეგრძელოშიც ვერ შეეჯიბრება ბევრი ქართული ოცნებიდან

ბევრს სადღეგრძელო ეგონა, ვაშაძე რომ იუსტიციის სახლებზე საუბრობდა, თუმცა ეს პროექტი მსოფლიოში ჯერაც ნომერ პირველია. სწორედ ასეთი ნომერ პირველი იქნება ის რეფორმები, რაც აღმშენებლობის სტრატეგიით განხორციელდება,
რითაც დავამარცხებთ სიღარიბეს, კრიმინალს და იმ არაფრის კეთებას, რაც ქვეყანაშია.

რაც შეეხება სადღეგრძელოს, დარწმუნებული ვარ, გიორგი ვაშაძეს სადღეგრძელოშიც ვერ შეეჯიბრება ბევრი ქართული ოცნებიდან.

დამსხვრეული ოცნებების პარტია გაკოტრებულია, არ არსებობს არცერთი მიზეზი მათთვის ხმის მიცემის, თუნდაც ერთი გაკეთებული საქმე, რაზეც ააწყობნენ საარჩევნო კამპანიას და გადასულნი არიან სხვების ლანძღვაზე და ასე
ეპოტინებიან ძალაუფლებას.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

კომენტარები