თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 3 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის, წყალსადენის, შეშელიძის, ფეიქართა, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, კავსაძის, აბაშიძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ბაგრატიონის, მნათობის, დავითაშვილის, თამარაშენის, დიღომბარის, ჯაბაურის და ჩიქობავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის და ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ევდოშვილის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, გულიას, ნიშნიანისძის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, ქურხულის, გუთნის და მუკუზანის   ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები