ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბათუმში გაფართოებული ტესტირება იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ბათუმში გაფართოებული ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს დილიდან ბულვარის მიმდებარედ მესამე კარავიც დაემატა, სადაც, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება. ასევე დღეს დილიდან ხუთმა კლინიკამ ამბოლატორული ტესტირება დაიწყო. მისივე თქმით, ბათუმში ყოველდღიურად საშუალოდ 1600-1800 ტესტის ჩატარების რესურსია.

"მოწოდებაა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვინც იყო "დონაში", მათ შეუძლიათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მივიდნენ ნებაყოფლობით და ჩაიტარონ ტესტირება. ამავე დროს საჭიროა თითოეულმა მათგანმა აწარმოოს თვითმონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ დავაკვირდეთ, განსაკუთრებით იცით კრიტიკულია მე-3, მე-8 დღეებს შორის პერიოდი და ამ პერიოდში თუ რამე სიმპტომი ჩნდება აუცილებელია დაუკავშირდეთ 112-ს და ჩავიტაროთ გამოკვლევა". – ამბობს გამყრელიძე.

დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ ყოფილა.

კომენტარები