2020 წელს გარდაცვლილები

49 წლის ასაკში ტრეკ I LIKE TO MOVE IT-ის ავტორი ერიკ მორილო გარდაიცვალა

Insomniac

49 წლის ასაკში წარმოშობით კოლუმბიელი დიჯეი და პროდიუსერი, ერიკ მორილო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. პოლიციის თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მორილოს ეკუთვნის საცეკვაო ჰიტი I Like To Move It, რომელიც ფსევდონიმით Reel 2 Real 1994 წელს გამოუშვა. კომპოზიცია ჩარტებში კიდევ ერთხელ, 2005 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც ანიმაციური ფილმის, მადაგასკარის, საუნდრეკი გახდა.

კომპოზიტორს ერთ თვეში სასამართლო პროცესი უწევდა. მას ერთ-ერთ ღონისძიებაზე დიჯეი ქალზე სექსუალური თავდასხმა ედებოდა ბრალად.

კომენტარები