კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 5-ის წყარო უცნობია

მთავარი არხი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო უცნობია. 

მისივე თქმით, 22 შემთხვევა ბათუმში დადასტურდა და საკონდიტრო დონას უკავშირდება. 7 შემთხვევა უკვე ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტია. 4 შემთხვევა შემოტანილია, აქედან 2 კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაია მოსახლეობას სიფრთხილესა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს. 

"უნდა გამკაცრდეს, რა თქმა უნდა. გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები. ძირითადად კონტროლის გამკაცრება ეხება თავშეყრის ადგილებს. სავაჭრო ობიექტებს, ტრანსპორტს, სადაც შესაძლებელია 10 კაცზე მეტი შეიკრიბოს. დისტანცირება სადაც შეუძლებელია იქ პირბადეების ტარება სავალდებულოა და ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა". – ამბობს ეზუგბაია. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. აქტიურია 251 შემთხვევა.

 

 

კომენტარები