ოჯახში ძალადობა

ცოლის ცემისთვის გორში 36 წლის კაცი დააკავეს

www.geo.tv

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში 1984 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.დ-მ მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა". – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები