საქართველოს პროკურატურა

პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს

droa.ge

პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს. 

უწყების ინფორმაციით, ი.ც-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავენ. 

შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. ის კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები