63 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობის ლინდა ჰემილტონის ტყუპი და, ლესლი ჰემილტონ ფრისი გარდაიცვალა.
"სასწრაფო დახმარების ექთანი, ჰოსპიტალის დამსახურებული თანამშრომელი, ლესლი ჰემილტონ ფრისი მოულოდნელად გარდაიცვალა". – წერია გაზეთ Burlington County Times-ის განცხადებაში.
ცნობილი მსახიობის დამ ჯეიმს კამერონის ტერმინატორ 2-ში ითამაშა. სცენაში, რომელშიც კადრში ორი სარა კონორი ჩანს ერთ-ერთს სწორედ ლესლი ასახიერებს.
თავად ლინდა ჰემილტონმა თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ, 2019 წელს ტერმინატორის ახალ ნაწილში ითამაშა.