ლარის კურსი

40 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარი 1 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან 1.08 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.46 თეთრით გამყარდა. 27 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0696 ლარია, 1 ევროსი კი - 3.6389 ლარი.

ბოლო 6 თვეში ლარი ევროსთან 55 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 21 თეთრით.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 27 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სულ, 2020 წელს, სებ-ის გაყიდული რეზერვების ოდენობა - 280 მილიონი დოლარია.

კომენტარები