ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დაახლოებით პროცენტი ინფიცირებული მედპერსონალის 12-13-ს შორის მერყეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის პროცენტული რაოდენობა, დაახლოებით 12-13%-ს შორის მერყეობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს, 26 აგვისტოს, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია. ამირან გამყრელიძის ცნობით, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობას 259 პაციენტი განაგრძობს, აქედან 4 პაციენტი კრიტიკულია, 23-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 436 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები