ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ვიქტორ სანიკიძის დედაა

facebook.com/GeoBasketball

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრის, ვიქტორ სანიკიძის დედაა.

დღესვე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის სამი წევრი, ასევე, კორონავირუსითაა ინფიცირებული. მათ შორისაა გარდაცვლილის და. ეზუგბაიას ცნობით, პაციენტი ინფიცირებულ დასთან ერთად სახლში მკურნალობდა. მისივე ცნობით, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ეზუგბაიას თქმით, მას ცხიმოვანი ემბოლია განუვითარდა და პაციენტი ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა.

გამოცემა IPN-ის ინფორმაციით, ინფიცირებულ ოჯახის წევრებს შორის, ვიქტორ სანიკიძის დეიდის გარდა, მისი ძმა და მამაცაა. თავად კალათბურთელს კი ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

კომენტარები