ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის 3 წევრი ასევე ინფიცირებულია

CNN

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრს კოვიდინფექცია დადასტურებული აქვს. მათ შორის ერთერთი გარდაცვლილის დაა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, გარდაცვლილი პაციენტი სახლში მკურნალობდა და მას ინფიცირებული და უვლიდა.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ეზუგბაიას თქმით, მას ცხიმოვანი ემბოლია განუვითარდა და პაციენტი ამ მიზეზის გამო გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 260 კოვიდინფიცირებული პირი. აქედან, 5-ის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 23-ის მძიმე.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 429 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები