პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში

ჩვენ, მე და გიორგი ლომია, ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. დიახ, ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. ჩვენ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, ილორის ღვთისმშობლის ხატი და გაცოფებული ხართ, სააკაშვილი და ბოკერია იმიტომ, რომ თქვენ კოდორი, აფხაზეთი და ჩვენი მიწების 22% ჩააბარეთ, ვის ჩააბარეთ, გადასარევად იცით.

ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა და ამ სიკეთის ნაპერწკალი რომ ღვივდება ეხლა, სწორედ ამიტომ ივსება შურით სააკაშვილის და ბოკერიას გული.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

კომენტარები