რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან 7 ძროხა დაიკარგა, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

კირბალი
გიორგი გოგუა / რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის მცხოვრებლებმა 7 ძროხა დაკარგეს. ისინი მათ მინდორში საბალახოდ გაუშვეს, რის შემდეგაც პირუტყვი გაუჩინარდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ძროხები საოკუპაციო ხაზის მიღმა გადავიდნენ. ოკუპანტები საქონელს არასდროს აბრუნებენ.

დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ძროხების დაბრუნებას ან კომპენსაციებს ითხოვენ. როგორც ამბობენ, მათი ოჯახების შემოსავლის წყარო სწორედ ეს საქონელი იყო.

"რო ვაკვირდები, რაც მოეწონებათ, ის საქონელი მიჰყავთ. ხომ არის, ზოგი ცხოველი გამხდარია, ზოგი - უფრო მსუქანი. რომელიც უკეთესია, ისინი მიჰყავთ. მაგითი ვარსებობდით, ეგ იყო ჩემი საარსებო წყარო და ეგეც აღარ გვაქვს". - უთხრა სოფელ კირბალის მცხოვრებმა მთავარ არხს.

მეორე დაზარალებული კი ამბობს:

"ვითხოვთ რამე დახმარებას. ჩვენმა ოჯახმა სამი მეწველი ძროხა დაკარგა. ფაქტობრივად, მშივრები დავრჩით. ბაღები ჩვენ არ გვაქვს, არაფერი. გვყავდა ძროხები, ყველს ვყიდი, მაგით ვაცხოვრებდი ოჯახს. თუ გამგეობა რამით დაგვეხმარება, თუ არადა, მოვაწყობთ აქციებს. რაღაცით ხომ უნდა დაგვეხმაროს მთავრობა".

კომენტარები